ძველი თბილისი
ხელის გულზე

პროექტის გაყიდვების
მმართველი კომპანია

პროექტის შესახებ

“არსენალი რეზიდენსი” ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გედევანიშვილის ქ.21-ში, რომლის პირველი ფაზა მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. ბინების ფართობი 57 კვ.მ-დან იწყება.

“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს.

ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.

პროექტის მშენებლობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.

Previous slide
Next slide

შეარჩიე ბინა

2D
3D

1 საძინებლიანი

58.8მ²

კვ. მ ფასი

$1,450

სრული ფასი

$85,260

1 საძინებლიანი

58.8მ²

კვ. მ ფასი

$1,450

სრული ფასი

$85,260

2 საძინებლიანი

90მ²

კვ. მ ფასი

$1,402

სრული ფასი

$126,180

2 საძინებლიანი

110.7მ²

კვ. მ ფასი

$1,570

სრული ფასი

$173,799

3 საძინებლიანი

130.5მ²

კვ. მ ფასი

$1,400

სრული ფასი

$182,700

3 საძინებლიანი

162.2მ²

კვ. მ ფასი

$1,380

სრული ფასი

$223,835

3 საძინებლიანი

164.3მ²

კვ. მ ფასი

$1,320

სრული ფასი

$216,876

რა გამოგვარჩევს

მდებარეობა

“არსენალი რეზიდენსი” თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და კოლორიტულ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან მდებარეობს.

ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის სავალზეა სამების საკათედრო ტაძარი, პრეზიდენტის სასახლე, ავლაბრის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, თავისუფლების მოედანი და ძველი თბილისის ყველაზე ტურისტული ნაწილი.

არსენალი რეზიდენსი იდეალური პროექტია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.

 

პანორამული ხედები

პროექტი არსენალის მთაზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც იშლება უნიკალური ხედები სამებაზე, მთაწმინდაზე და ნარიყალაზე.

არქიტექტურული იერსახე

არსენალი რეზიდენსი უნიკალური პროექტია არქიტექტურული ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით. მასში იდეალურად არის შერწყმული, როგორც თანამედროვე, ისე ძველი თბილისური უბნისთვის დამახასიათებელი იდენტობა.

პროექტს გამოარჩევს დაბალი განაშენიანება, შიდა ქუჩებით, ეზოებითა და სკვერებით.

ფასადზე ძირითადად ბუნებრივი მასალებია გამოყენებული: აგური, ხე და მეტალი.

 

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე

სახლების მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია 500 მანქანაზე გათვლილი ორ დონიანი პარკინგი, რომელიც მაცხოვრებლების და სტუმრების პარკირების ზონებად არის დაყოფილი.

ეს პრინციპი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტს უბნის მობინადრეებისათვის.

პარკინგის სივრცეში ასევე დაგხვდებათ ელექტრო დამტენები და მანქანების სამრეცხაო.

მულტიფუნქციური გარემო

საცხოვრებელი სივრცეების გარდა უბანში გათვალისწინებულია მობინადრეთა კომფორტზე გათვლილი ობიექტების მრავალფეროვნება:

  • საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეები
  • აუზი, სპა და ფიტნესი
  • კაფე, რესტორანი და ლაუნჯის სივრცე
  • აფთიაქი, სუპერმარკეტი, ბანკი

 

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო

არსენალი რეზიდენსს უნიკალური 170 მ სიგრძის ბულვარი გამოარჩევს, რომელსაც 5000 კვ.მ ფართობი უჭირავს. აქ დაგხვდებათ მოსასვენებლი სივრცეები, ბავშვთა გასართობი ზონები, კედლის ჩოგბურთი.

რეკრეაციული დატვირთვა აქვს საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოებსაც.

არსენალის მთა საგრძნობლად განსხვავდება ტემპერატურით თბილისის სხვა უბნებისაგან. ეს ქალაქის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია – ქალაქის ფილტვები.

გალერეა

სიახლეები

მარტი 29, 2024

არსენალი რეზიდენსში აქტიურად მიმდინარეობს A და B ბლოკის მშენებლობა.

A ბლოკში მონოლითური კარკასის 85% დასრულებულია. B ბლოკში საძირკვლის ჩასხმა დასრულებულია და მიმდინარეობს პარკინგის პირველი დონის გადახურვის სამუშაოები.

ნოემბერი 10, 2023

ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო

არსენალი რეზიდენსი გთავაზობთ ბინებს 57 კვ.მ-დან, პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შიდა განვადებით, ასევე იპოთეკური სესხით ჩვენს პარტნიორ ბანკში.

ოქტომბერი 5, 2023

არსენალი რეზიდენსის პარტნიორი ბაზისბანკი გახდა

არსენალი რეზიდენსში ბინის შეძენა უკვე შესაძლებელია გამარტივებული იპოთეკური სესხით ჩვენს პარტნიო ბაზისბნაკში.

აგვისტო 4, 2023

არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

არსენალი რეზიდენსის პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი საცხოვრებელი სართულის ფილის მოწყობის სამუშაოები.

მარტი 20, 2023

არსენალი რეზიდენსის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

პირველ საცხოვრებელ ბლოკში მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია MBG.

დაგვიკავშირდით

გიორგი გედევანიშვილის ქ.21 | პროექტის მდებარეობა

გიორგი გედევანიშვილის ქ.21
| პროექტის მდებარეობა

ქეთევან დედოფლის გამზ. 18 | გაყიდვების ოფისი

ქეთევან დედოფლის გამზ. 18
| გაყიდვების ოფისი

©2023 | შპს არსენალი რეზიდენსი | ყველა უფლება დაცულია

დამზადებულია Sparks ის მიერ