“არსენალი რეზიდენსი” ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გედევანიშვილის ქ.21-ში, რომლის პირველი ფაზა მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. ბინების ფართობი 57 კვ.მ-დან იწყება.
“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს.
ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.
პროექტის მშენებლობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.
“არსენალი რეზიდენსი” თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და კოლორიტულ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან მდებარეობს.
ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის სავალზეა სამების საკათედრო ტაძარი, პრეზიდენტის სასახლე, ავლაბრის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, თავისუფლების მოედანი და ძველი თბილისის ყველაზე ტურისტული ნაწილი.
არსენალი რეზიდენსი იდეალური პროექტია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
პროექტი არსენალის მთაზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც იშლება უნიკალური ხედები სამებაზე, მთაწმინდაზე და ნარიყალაზე.
არსენალი რეზიდენსი უნიკალური პროექტია არქიტექტურული ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით. მასში იდეალურად არის შერწყმული, როგორც თანამედროვე, ისე ძველი თბილისური უბნისთვის დამახასიათებელი იდენტობა.
პროექტს გამოარჩევს დაბალი განაშენიანება, შიდა ქუჩებით, ეზოებითა და სკვერებით.
ფასადზე ძირითადად ბუნებრივი მასალებია გამოყენებული: აგური, ხე და მეტალი.
სახლების მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია 500 მანქანაზე გათვლილი ორ დონიანი პარკინგი, რომელიც მაცხოვრებლების და სტუმრების პარკირების ზონებად არის დაყოფილი.
ეს პრინციპი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტს უბნის მობინადრეებისათვის.
პარკინგის სივრცეში ასევე დაგხვდებათ ელექტრო დამტენები და მანქანების სამრეცხაო.
საცხოვრებელი სივრცეების გარდა უბანში გათვალისწინებულია მობინადრეთა კომფორტზე გათვლილი ობიექტების მრავალფეროვნება:
არსენალი რეზიდენსს უნიკალური 170 მ სიგრძის ბულვარი გამოარჩევს, რომელსაც 5000 კვ.მ ფართობი უჭირავს. აქ დაგხვდებათ მოსასვენებლი სივრცეები, ბავშვთა გასართობი ზონები, კედლის ჩოგბურთი.
რეკრეაციული დატვირთვა აქვს საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოებსაც.
არსენალის მთა საგრძნობლად განსხვავდება ტემპერატურით თბილისის სხვა უბნებისაგან. ეს ქალაქის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია – ქალაქის ფილტვები.
გიორგი გედევანიშვილის ქ.21 |
პროექტის მდებარეობა
ქეთევან დედოფლის გამზ. 18 |
გაყიდვების ოფისი
გიორგი გედევანიშვილის ქ.21 | პროექტის მდებარეობა
ქეთევან დედოფლის გამზ. 18 | გაყიდვების ოფისი
©2023 | შპს არსენალი რეზიდენსი | ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია Sparks ის მიერ